დედის მკვლელობის მცდელობისთვის შვილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დედის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის
29 წლის კაცი დააკავა.
ინფორმაციას უწყების პრესსამსახური
ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა საკუთარ
დედას - 1970 წელს დაბადებულ რ.თ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აცხადებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე
მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის
მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის
მცდელობას გულისხმობს. დაკავებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა
ემუქრება.
ეჭვმიტანილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის, სენაკის რაიონული სამმართველოს და
მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მარტვილში
დააკავეს.