საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 12 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 777 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 4 923 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 479 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 258 111-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 249 028-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 178 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 479 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა - 25,
იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 28, გურია - 24,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 10,
სამცხე-ჯავახეთი -8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 879,
საიდანაც: 2 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 309, აჭარაში - 199, იმერეთში - 506. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 573 პირი, მათ შორის, თბილისში - 254, აჭარაში
- 49, იმერეთში - 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160
პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში- 2, იმერეთში - 14. 304
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 -
თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 2 898 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 545 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 223, ხოლო აჭარაში - 126.
სულ 6 ოქტომბრიდან - 30 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 201 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 316 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 10 212 პირი, აჭარაში - 854, იმერეთში - 1 612.