ახალი ამბები
დევნილთა საცხოვრებელი ჩამოინგრა, დაშავდა 10 წლის ბავშვი
საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდში 10 წლის ბავშვი ნანაგრევებიდან
გამოიყვანეს.
ბავშვი კლინიკაშია
გადაყვანილი.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების
მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ზუგდიდში, თამარ მეფის
ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნგრევის შესახებ. ინიციატორის
გადმოცემით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე
დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა
ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში
გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს.
არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც
უტარდება შესაბამისი დახმარება”,- აღნიშნულია სასგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
ჩამონგრეულ შენობაში დევნილები
ცხოვრობენ.
XX
გააზიარეთ :