სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალი ხელმძღვანელი წარადგინეს
შინაგან საქმეთა მინისტრის
მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გურიის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის
დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები
წარუდგინა.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს, პოლიციის პოლკოვნიკი
გურამ ზესაშვილი უხელმძღვანელებს. ამ დრომდე გურამ ზესაშვილი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის
პოზიციაზე მუშაობდა.
გურიის პოლიციის დეპარტამენტს კი პოლიციის პოლკოვნიკი ლევან ხარაბაძე
უხელმძღვანელებს. ხარაბაძე გურიაში სამცხე-ჯავახეთიდან
გადაიყვანეს.
საკადრო გადაადგილებებს შსს-ში, საპოლიციო საქმიანობის
ეფექტიანობის გაზრდის მოტივით ხსნიან.