„შემდეგ შეხვედრაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ“ - გამყრელიძე ზამთრის კურორტების გახსნაზე
დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან
გამყრელიძის განცხადებით,
ზამთრის კურორტების გახსნის
საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს
სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გუშინ და გუშინწინ ზამთრის კურორტების ასოციაციის
ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა და უკვე შემდეგი შეხვედრის დროს აღნიშნულ
საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება.
„ზამთრის კურორტების ასოციაციის ჯგუფი ჩამოყალიბდა. მათ აქვთ
ხედვა, შესაბამისი პირობების დაცვით, როგორ შეიძლება კურორტების
გახსნა. ძირითადად საუბარია აქ საბაგირო გზებზე, რადგან კერძო
სახლებსა და აპარტამენტებში, ადამიანები ისედაც ისვენებენ. აქ
საუბარია აღდგენაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრს გვთხოვეს,
ჩვენგანაც იყვნენ წარმომადგენლები გუშინ, გუშინწინ და ამ საკითხებზე
მუშაობენ. მოგეხსენებათ, რომ დღეს მხოლოდ შვეიცარიაშია გახსნილი
ზამთრის კურორტები, მაგრამ მთლიანად არც იქ არაა გახსნილი, შესაბამისი
კონტროლითაა. ამიტომ ამ ყველაფერს სწავლობენ და შემდეგი შეხვედრის
დროს გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, - განაცხადა
გამყრელიძემ.