ახალი ამბები
შაბათს ტურიზმის სექტორი საპროტესტო აქციას გეგმავს
ხვალ, 30 იანვარს,
ტურიზმის სექტორი საპროტესტო აქციას გეგმავს. აქცია, შაბათს 15:00
საათზე კანცელარიასთან გაიმართება
და მთავარი მოთხოვნა იქნება -
ქვეყანა უნდა გაიხსნას.
„შაბათს, 3 საათზე კანცელარიასთან, ქვეყანა უნდა გაიხსნას.
მგონია ბევრი ვიქნებით,“-წერს სასტუმროებისა და რესტორნების
ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „ფეისბუქის“ პირად
გვერდზე.
აქციას უერთება სარესტორნე ბიზნესიც. დარგის წარმომადგენლები ხვალ,
პროტესტის ნიშნად, მუშაობას და გატანის სერვისს სრულად
გააჩერებენ.
გააზიარეთ :