ახალი ამბები
ღია ტიპის ბაზრობები სავარაუდოდ 15 თებერვალს გაიხსნება
ღია ტიპის ბაზრობები, ყველაზე გვიან, 15 თებერვალს გაიხსნება, ამის პირობა ბიზნესმა, საკოორდინაციო წევრებთან შეხვედრისას მიიღო. ,,ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი, გიორგი კვარაცხელია ამბობს, რომ შეხვედრა პოზიტიური იყო და შესაძლოა, ამ დღეებში კიდევ დაახლოვდეს გახსნის თარიღი.

"შეხვედრა იყო ერთმანეთისთვის პრობლემების გასაზიარებლად და მოსაზრებების გასაცვლელად. მათი მხრიდან იყო მოწოდებული ყველა ინფორმაცია რაც გვაინტერესებდა. იყო შიში, რომ ღია ტიპის ბაზრობების გახსნა, შეიძლება ვერ მომხდარიყო ვერც 15 თებერვალს. გვითხრეს, რომ თარიღის გადაწევა გამორიცხულია და უეჭველად გავიხსნებით. შევთანხმდით იმაზე, რომ სწორად და კარგად შევძლებთ ყველაფრის ორგანიზებას, რასაც სახელმწიფო ითხოვს. ასევე, გავიარეთ ტესტირების ტექნიკური დეტალებიც. პირველი ტესტირება მოხდება სახელმწიფოს მხრიდან, შემდეგ ჩვენ ჩვენს თანამშრომლებს გავტესტავთ საკუთარი ხარჯით, ბიზნეს სუბიექტები კი საკუთარს. ეს დაახლოებით საჭირო იქნება 10 კვირაში ერთხელ და ამ ხარჯს აწევს ბიზნესი, მთავარია ფუნქციონირების უფლება მოგვცენ.

შესაძლოა, ამ დღეებში კიდევ დაახლოვდეს გახსნის თარიღი, ეს თუ არ იქნება პირველი თებერვალი, შესაძლოა, რომ იყოს 7-8 რიცხვი. არის ამის განცდა და განწყობა. ჯამში საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მთავარია, ახლა მივიდეთ გახსნამდე. შაბათ-კვირას გახსნა ამ ეტაპზე არ იგეგმება, მაგრამ ყველაფერი ეპიდ სიტუაციასთანაა ბმაში და თუ ინფიცირების მაჩვენებელი დაიწევს, ეს იმედიც არსებობს. არადა, ძალიან მძიმეა მუშაობა უქმე დღეების გარეშე.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საკოორდინაციო საბჭო ფიქრობს იმ გეგმაზე, რომ მალე დაეწიოს ტრანსპორტის საკითხი ეკონომიკის გახსნას“
-ამბობს გიორგი კვარაცხელია.

ცნობისთვის, ღია ტიპის ბაზრობები მოლებთან ერთად 1-ელ თებერვალს უნდა გახსნილიყო, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თარიღმა ორი კვირით გადაიწია.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.