მედიაჰოლდინგ "იმედის" 100%-იანი წილი იყიდება
მედიაჰოლდინგი "იმედი" იყიდება.
კომპანია "მედია პროდაქშენ გრუპმა" წილის გასხვისებაზე თანხმობა
კომუნიკაციების კომისისგან დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
მედიაჰოლდინგში ერთიანდებიან და "მედია პროდაქშენ გრუპი"
100-პროცენტიან წილს ფლობს "იმედში", GDS -სა და "რადიო იმედში".
მედიაჰოლდინგი წილს ფლობს ტელეკომპანია "მაესტროშიც".
როგორც კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე ითქვა, მედიაჰოლდინგს
ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია Media Finance Group ყიდულობს,
რომლის მფლობელებიც არიან ამერიკის მოქალაქეები: იგორ ალექსეევი,
ირაკლი (ოთარ) რუხაძე და ბენჟამენ ალბერტ მარლსონი.
ტელეკომპანია "იმედი" ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს 2012
წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაუბდუნდა.