ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
საქართველოს ტერიტორიების
საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და
ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან
გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა
კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული
პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან,
სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდრბობიდან გადაყრნების
შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა
გადაიხადონ.
ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 30 000-30
000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ
დააყენა.
როგორც ბრალდების მხარემ შუამდგომლობაში განმარტა, ისინი მკაცრი
აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ.
დაცვის მხარემ დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების
შუამდგომლობა დააყენეს. უფლებადამცველები აცხადებდნენ, თუკი,
სასამართლო მაინც გირაოს გამოიყენებდა, ეს გონივრული თანხა უნდა
ყოფილიყო.
დაცვის მხარემ სასამართლოს ასევე პირად თავდებში რამდენიმე პირი
შესთავაზა, მათ შორის, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ბათუ
ქუთელია, პარლამენტის ყოფილი წევრი, ნინო გოგუაძე, ასევე ელენე
ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, საბა ბუაძე. ცნობისთვის, საქართველოს
გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან
ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა
სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი
ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის
დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის
პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე
დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი
ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს
რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით,
ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად
მოქმედებდნენ.