ახალი ამბები
თუ არსებული ტენდენცია ერთი კვირა შენარჩუნდება, შესაძლოა, დიდ ქალაქებში შეზღუდვების მოხსნაზე ვიმსჯელოთ - გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი და დღევანდელი ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუ მსგავსი ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, მთავრობამ შესაძლოა, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნასთან დაკავშირებითაც დაიწყოს მსჯელობა.

გახარიას თქმით, მათ შორის ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

"დღეს მთავრობის ფორმატში უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანსა და ჩვენს მოქალაქეებს აღელვებს - როგორ უნდა მოვახერხოთ, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად, ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა. მაშინ, როცა ჩვენ მიზნობრივი შეზრუდვები დავაწესეთ, ეს იყო ნოემბრის ბოლო, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. სამწუხაროდ, მაშინ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი უაღრესად მაღალი იყო, ზოგ ქალაქში 30%-ს გადააჭარბა.

დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ 18 ათასი აღებული ტესტიდან, დადებითი მხოლოდ 723-ია, რაც რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს ჩვენთვის მაინც დიდი რიცხვია, თუმცა მიუახლოვდა 4%-ს. როცა დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4% 7 დღის განმავალობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა და როგორც ჩანს, დღვანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს.

დღეს ჩვენ უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. პირველ რიგში, ეს ეხება საგანამანთლებლო დაწესებულებებს, რომ ჩვენს ბავშებს მივცეთ შესაძლებლობა კლასებში დაიწყონ სწავლა.

რა თქმა უნდა, ამას თან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც ერთვის და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც გვაქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, სანამ ეტაპობრივად და სრულად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და რაც მთავარია, დაცული. 2,3,4 და 5 ათას ყოველდღიურ მაჩვენებლზე უნდა გვესმოდეს, რომ ნორმალურ ეკონომიკურ საქმიანობაზე საუბარი არ და ვერ იქნება“
, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.