რა წესების დაცვა მოგიწევთ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრებში
1-ლი თებერვლიდან მოლები მუშაობას
განახლებული წესებით დაიწყებენ.
თუ აქამდე სავაჭრო ცენტრებში მოსასინჯი ოთახებით სარგებლობა
შეუძლებელი იყო, პირველი თებერვლიდან ეს აკრძალვა აღარ
იმოქმედებს.
მოიხსნება გადაცვლა-დაბრუნების შეზღუდვაც.
სავაჭრო ცენტრს, ადრე თუ 20 კვადრატულზე, ერთი ადამიანის დაშვება
შეეძლო, ახლა 10 კვადრატულზე დაიშვება ერთი ადამიანი. ანუ,მოლებმა
2-ჯერ მეტი ადამიანის შეშვების უფლება მოიპოვეს.
ჯერჯერობით არ აღდგება შაბათ-კვირის ვაჭრობა.