ახალი ამბები
"თვითმკვლელობამდე მიიყვანეს" - ახალქალაქში გარდაცვლილი ქალი ენზელ მკოიანის რძალია
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი
ენზელ მკოიანი იმ გარემოებებზე საუბრობს, რომელმაც მისი რძალი
თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
ინფორმაციას "სამხრეთის
კარიბჭე" ავრცელებს.
„ეს მკვლელობაა, აქამდე მიიყვანეს, 17 წლის შვილი დაუჭირს, არ
აძლევდნენ მასთან დალაპარაკების უფლებას, ჩემთან მოვიდა ტირილით და
მთხოვდა დამეხმარეო, შემდეგ ქმარი აუფეთქეს. შეამოწმეს ყველა კომპანია
დააჯარიმეს, ბოლოს ჰესიც გააჩერეს, ამ ჰესის გახსნას შევარდნაძეც კი
ესწრებოდა. ეტყობა ვერ გაუძლო, მშვიდი, კარგი ქალი იყო, უბრალო
მასწავლებელი, ვერ გადაიტანა“, – აცხადებს ენზელ
მკოიანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 იანვარს ენზელ მკოიანის რძალი, მარტუნ
მკოიანის მეუღლე ახალქალაქში მდებარე ხიდიდან გადმოხდა, ის ადგილზე
გარდაიცვალა.
გააზიარეთ :