პარლამენტში რიგგარეშე სესია გაიხსნა
პარლამენტში რიგგარეშე სესიას 82
დეპუტატი ესწრება. პრეზიდენტის განკარგულებით, რიგგარეშე სესია 27-28
იანვარს გაიმართება.
რიგგარეშე სესიის ფარგლებში, დეპუტატები Covid 19 - ის საწინააღმდეგო
ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს
განიხილავენ. ასევე იმსჯელებენ პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ
ცვლილებებზე, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს შეეხება.
პარლამენტის რიგგარეშე სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.