დღეს ნინოობა აღინიშნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
დღეს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – პირველი ივნისი მისი
საქართველოში შემოსვლის, 27 იანვარი კი, გარდაცვალების დღეა.
წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. იგი
საქართველოში ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ
ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს
ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად IV
საუკუნეში გამოცხადდა.
ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, წმინდანის საფლავზე, როგორც საფლავის
ძეგლი, დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის
საკათედრო ტაძარი – IX საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. წმინდა ნინოს
თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების
საკათედრო ტაძარში ინახება.