ახალი ამბები
ყველას ერთად გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეპიდემიოლოგიური ფონი ვმართოთ - მაია ცქიტიშვილი
ჩვენ დღეს გვქონდა საშუალება, რომ ბიზნესისთვის აგვეხსნა, პასუხი გაგვეცა იმ კითხვებზე, სადაც ისინი ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკას ვერ ხედავდნენ,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბიზესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობას ესმის, რომ ბიზნესს, რომელსაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება, რთული ვითარება აქვს, თუმცა, ასევე არსებობს ვალდებულებაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონის მართვის.

„ეს არ არის პირველი ან ერთადერთი შეხვედრა, ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და ადმინისტრაცია, ასევე ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუდმივად, სამუშაო ჯგუფების დონეზე არის ბიზნესთან პროცესში ჩართული.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის განსაკუთრებით იმ ბიზნესის წარმომადგენლების, ვისაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება, აქვთ ძალიან რთული ვითარება თავის ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენი საუბრის ნაწილი იმასაც შეეხო, რომ ჩვენ ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონი ვმართოთ, წარმატებით ვმართოთ და სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის განმავლობაში, რომ ჩვენ არ მოგვიწიოს ისევ შეზღუდვების დაწესება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც პანდემიის პირველივე დღიდან, პრაქტიკულად უკვე ერთი წელია ვიღებთ იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების დეტალების საფუძველზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

ჩვენ დღეს გვქონდა საშუალება, რომ ბიზნესისთვის აგვეხსნა, პასუხი გაგვეცა იმ კითხვებზე სადაც ისინი ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკას ვერ ხედავდნენ, საუბარი მათ შორის გვქონდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ იმაზე, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყოს კარგად მართვადი პროცესი ბიზნესის მხრიდანაც და სახელმწიფოს მხრიდანაც და ისეთი სახით წარმართული პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში ისევ არ მოგვიტანს ინიფიცირების მაღალ მაჩვენებელს,“-განაცხადა ცქიტიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.