33% - ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 38% - არასწორი მიმართულებით
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული
ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად საქართველოში 33% ფიქრობს, რომ
ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება,
5% ით მეტი - ანუ 38% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით
ვითარდება. 2020 წლის სექტემბერში 32% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი
მიმართულებით ვითარდება. 39% კი ფიქრობდა, რომ სწორი მიმართულებით
ვითარდება.
მათგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 67%-ი ფიქრობს, რომ ქვეყანა
სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერთა მხოლოდ
10% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით, 65% კი
საწინააღმდეგოს ფიქრობს. მათი 18% კი, ვინც არ ახელებს რომელი პარტიის
მხარდამჭერია, თვლის რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით
ვითარდება.
45% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა. 42% კი ფიქრობს, რომ
საქართველოში დემოკრატია არ არის. სექტემბრის შემდეგ 3%-ითაა
შემცირებული იმ ხალხის რაოდენობა ვინც თვლიდა რომ საქართველოში
დემოკრატიაა.
კვლევა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. ინტერვიუები
სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეირჩა, რესპონდენტებს კი "შემთხვევით
ნომერზე დარეკვის მეთოდი" უკავშირდებოდნენ. შედეგები
წარმომადგენლობითია, თუმცა არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა
2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია.