აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ
დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და
არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრებმა თავზე ნაგავი
დააყარეს.
ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა,
როგორც "ალტერნატივას" წევრები აცხადებენ, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს
საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს.
მათი თქმით, ირაკლი ჩავლეიშვილი "ოპოზიციიდან გაიქცა და სკამისთვის
იბრძოლა".
აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციური
წევრია, რომელმაც შესვლაზე თანხმობა განაცხადა.