სამცხე-ჯავახეთში უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის
სამმართველოს თანამშრომლების მიერ,
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ
განძაში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო 22
კილოგრამი თუთუნი და 3120 ღერი სიგარეტი გამოვლინდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის
შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი
ჩამოერთვა.
აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს
საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის
მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს
გადაეგზავნა.