ვაშინგტონის მერმა, მურიელ
ბოუზერმა კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამო
დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა, -
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მურიელის თქმით, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პირებმა ძალადობრივი
ქმედებები, შესაძლოა, არჩეული პრეზიდენტისინაუგურაციის დღემდე
გააგრძელონ.
მერის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა ჯო
ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღიდან, 21 იანვრიდან მოიხსნება.
დონალდ ტრამპის მომხრეები ვაშინგტონის კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც
კანონმდებლები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.
სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 4
ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.