ერევანში მომიტინგეებმა მთავრობის შენობის ბლოკირება მოახდინეს
ერევანში ოპოზიციისა და
მომიტინგეების ნაწილმა სომხეთის მთავრობის შენობის ბლოკირება
მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია
ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მთავრობის შენობასთან კორდონი
მოაწყვეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ : "ნიკოლ მოღალატე!", "სომხეთი
ნიკოლის გარეშე!"
ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.