ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება
აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა
საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად
დაამტკიცეს.
BBC-ის ინფორმაციით, „დემოკრატმა“ ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა,
„რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა კი - 232. პრეზიდენტად
დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის მინიმიმ 270 წევრის თანხმობა იყო
საჭირო.
კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნება და ხმებს 6 იანვარს
კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად დაითვლიან.
ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.