განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იქნება
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი
მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა თეა
წულუკიანის პრიორიტეტები გაითვალისწინა და კონსულტაციების გავლის
შემდეგ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ კობახიძემ
ჟურნალისტებთან განაცხადა.
"კონსულტაციები გვქონდა თეა წულუკიანთან მისი პრიორიტეტები
გავითვალისწინეთ და ერთობლივი გადაწყვეტილება სწორედ ამის საფუძველზე
მივიღეთ", - განაცხადა კობახიძემ.
მე-10 მოწვევის პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
კომიტეტი თავმჯდომარე თეა წულუკიანი იქნება. წულუკიანი 8 წლის
განმავლობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.