"ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტში აქტივისტების შეძახილების ფონზე შედიან
"ქართული ოცნების" დეპუტატებს
პარლამენტში შესვლა აქტივისტების შეძახილების ფონზე უწევთ. მათ
საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ
მოწყობილი.
"მონა, მონა" - ამ შეძახილებისა და
ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფონზე შედიან პარლამენტის შენობაში მე-10
მოწვევის პარლამენტის დეპუტატები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დარჩებიან პარლამენტის
შენობასთან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის
პარალელურად.
პარლამენტის შენობის შესასვლელებთან მობილიზებულია საპატრულო
პოლიცია.