იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო წინადადება გზას გაუხსნის კომპრომისს - ჯოზეფ ბორელი
დროა, საქართველოში არსებულმა
პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ლიდერობა და შესაძლებელი გახადონ
პარლამენტის წარმომადგენლობითობა,
– ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო
პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ
ბორელიმ ევროკავშირის საბჭოს სხდომის ბოლოს გამართულ
პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბორელიმ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო წინადადება "გზას
გაუხსნის კომპრომისს და საშუალებას მისცემს პარლამენტს წინ წაიწიოს და
ქვეყანაში არსებულ სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებს უპასუხოს“.