ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორს covid-19 დაუდასტურდა
ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრის დირექტორს, ირაკლი
დიასამიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცენტრის დირექტორმა
დადებითი პასუხი დღეს მიიღო.
" ხველება და თავის ტკივილი დამეწყო საღამოს საათებში, მეორე დღიდან
შეინიშნა ტემპერატურის მატება და სახსრების ტკივილი, ჩავიტარე
გეგმიური ტესტირება, რომელმაც მიჩვენა ორგანიზმში კოვიდ ინფექციის
არსებობა. საერთო შეფასებით თავს ვგრძნობ დამაკმაყოფილებლად.
მკურნალობას გავდივარ სახლის პირობებში." - ამბობს ირაკლი
დიასამიძე.