ახალი ამბები
მთავრობამ ორ კვარტალში 445 მლნ ლარი ვერ აითვისა - აუდიტის სამსახური -
მთავრობას 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში წლიურ გეგმასთან შედარებით ჩამორჩენა აქვს. აუდიტის სამსახურის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პირველ ორ კვარტალში მთავრობამ 445 მლნ ლარი ვერ აითვისა და მსგავსი ტენდენცია ნარჩუნდება მესამე კვარტალშიც.
კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე მოხსენებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 8 თვის მდგომარეობით, გადასახდელების შესრულება წლიური გეგმის 60.1%-ს (9.6 მლრდ ლარს) შეადგენს და 1.6 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. შესაბამისად, იმისთვის, რომ წლიური გეგმა (15.9 მლრდ ლარი) შესრულდეს, მთავრობას სამი კვარტლის განმავლობაში აუთვისებელი თანხების ხარჯვა წლის ბოლოს მოუწევს, რასთან დაკავშირებითაც აუდიტის სამსახური ბიუჯეტის არაეფექტიანად გახარჯვის რისკს ხედავს.

"თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გასულ წლებში გადასახდელების ათვისება წლის ბოლო 4 თვის განმავლობაში თანაბარზომიერად არ მიმდინარეობდა და ძირითადად კონცენტრირებული იყო დეკემბერზე, ასევე იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში ათვისების ტენდენციები წინა წლების შესაბამისი პერიოდის მსგავსია, 2020 წლის ბოლოსაც მოსალოდნელია ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების მნიშვნელოვანი ზრდა. აღნიშნული კი ქმნის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის რისკს",-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის მოხსენებაში.
რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლებს, მოხსენების თანახმად, 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზების ტენდენცია თანაბარზომიერებით ხასიათდება და 6.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 9 თვის გეგმის 94.7%, ხოლო წლიური გეგმის 66.4%-ია. "9 თვის გეგმის შესაბამისად სრულდება საგადასახადო შემოსავლების ყველა კომპონენტი და წლის ბოლომდე მოსალოდნელია მათი პროგნოზირებული მაჩვენებლის შესაბამისად მობილიზება",-აღნიშნულია მოხსენებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.