თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის
აღმასრულებელი დირექტორის დიმიტრი შავდიას განცხადებით, ჰოსპიტალი
დააყაჩაღეს და წაღებულია თანხა.
შავდიას განცხადებით, შემთხვევის
შედეგად დაშავებულები არ არიან. ამოღებულია კამერების
ჩანაწერებიც.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე შინაგან საქმეთა
სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე
ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას
გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო
მოქმედებები.
შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.