პოლიციამ პარლამენტთან 2 აქტივისტი დააკავა
პარლამენტის შენობის უკანა მხარეს
სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეხლა-
შემოხლაა.
"ევროპული საქართველოს" წევრს ელენე
ხოშტარიასა და სხვა აქტივისტებს პარლამენტის უკანა მხარეს განთავსებულ
დროებით რკინის კონსტრუქციაზე წარწერის "20%" გაკეთება სურდათ, რისი
საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის
მონაწილეებიდან 2 მათგანი დააკავა. აქციის მონაწილეები პოლიტიკოსებთან
ერთად აბაშიძე-კარაისინის მოლაპარაკებას აპროტესტებდნენ, სადაც
კარასინმა 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე პროტესტს ქართველი
ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პოვოკაცია" უწოდა.
მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, დაკავებულები არიან ნათია
ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე. აქციაზე დაშავდა კიდევ 2
აქტივისტი.