დღეიდან 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება იკრძალება
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან
28 ნოემბრიდან გადაადგილება 21:00 სააათიდან აიკრძალება.
21:00 საათის შემდეგ გადაადგილება
პირველ ეტაპზე, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით აკრძალული იქნება,
პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით,
ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე -
31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;
მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის -
რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.
მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) შეზღუდვა არ წესდება;
24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების
შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს,
31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ელი იანვრის 05:00 საათამდე კი
აღნიშნული შეზღუდვა იხსნება.
16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 21:00 საათიდან გადაადგილება ყველა
დღეს იკრძალება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში შიდა ავტობუსები როგორც ქალაქში ასევე
სოფლების მიმართულებით იმოძრავებს,
აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ
მიიღო.