ახალი ამბები
თბილისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
თბილისში "საქართველოს ბანკის"
დიღმის ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით,
მძარცველებმა ბანკიდან გარკვეული რაოდენობის თანხის წაღება
შეძლეს.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს
კრიმინალურ პოლიციაში ადასტურებენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის გ
ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებითი
დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გააზიარეთ :