თვითდასაქმებულთათვის 300-ლარიანი დახმარების პროგრამა აღდგება - გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის,
გიორგი გახარიას ინფორმაციით, თვითდასაქმებულთათვის 300-ლარიანი
დახმარების პროგრამა აღდგება. ამასთან, სახელმწიფო თვითდასაქმებულებბს
სესხის გადავადებაში დაეხმარება.
როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის
დასრულების შემდეგ განაცხადა, უკვე დაწყებულია იმ ადამიანების
აღრიცხვა, რომლებიც არაფორმალურად არიან დასაქმებულები და ამ
პროგრამით დაახლოებით 120 000 ბენეფიციარი ისარგებლებს.
"ჩვენ ვაწესებთ იმავე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, რომელიც
გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის დროს, ეს გახლავთ 300
ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვყავს ამ ხალხის აღრიცხვა და ამ
300-ლარიანი დახმარების გარდა ვიღებთ ვალდებულებას, რომ თითოეულ
ადამიანს ამ სფეროდან, რომელსაც გააჩნია სესხი, სახელმწიფო
მიზნობრივად დაეხმარება სესხის გადავადებაში. 300 - ლარიანი
დახმარებით