წერეთლის გამზირზე, მძევლად აყვანილი 11 პირიდან 6 გათავისუფლებულია
სამართალდამცველების მიერ
მოლაპარაკებების შედეგად წერეთლის გამზირზე, მირკოსაფინანსო
ორგანიზაციის შენობიდან მძევლად აყვანილი 11 პირიდან 6
გათავისუფლებულია.
შსს-ს ინფორმაციით, შენობაში ამ დროისთვის 5 მძევალი რჩება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამჟამად კვლავ აგრძელებენ
მოლაპარაკებებს",- აცხადებენ უწყებაში.
თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში
"ემ - ბი - სი" შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები
აიყვანა
"შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი.
1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, 2)
ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 &-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული
სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ
მხოლოდ 10% მოგების უფლება", - ვრცელდება სოციალურ ქსელში
თავდამსხმელის მიმართვა.