ახალი ამბები
„შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი“ - მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი
სოციალურ ქსელში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის
ვიდეომიმართვა ვრცელდება. ვიდეომიმართვის მიხედვით, თავდამსხმელი სამ
მოთხოვნას ასახელებს.
"შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი.
1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, 2)
ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 &-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული
სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ
მხოლოდ 10% მოგების უფლება", - აცხადებს თავდამსხმელი.
კადრების მიხედვით, თავდამსხმელი, მისი საუბრის სტილისა და მანერების
გათვალისწინებით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია.
თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშეა შეჭრილი.
შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს 9 მძევალი
ჰყავს.
გააზიარეთ :