პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და
ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, PCR ტესტის პასუხი,რომელიც
მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია.
ამ თემაზე პრემიერმა პოსტი საკუთარ Facebook-ზეც გამოაქვეყნა და
თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
დავუბრუნდი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. მადლობა ექიმებს და თითოეულ
თქვენგანს თანადგომისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!" - წერს
პრემიერი.