ახალი ამბები
ფაშინიანი აცხადებს, რომ მისი რეზიდენცია გაძარცვეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ
მომიტინგეები ერევანში მის ოფიციალურ რეზიდენციაში შეიჭრნენ და
გაძარცვეს.
"მათ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან მოიპარეს კომპიუტერი, საათი,
სუნამო, მართვის მოწმობა და სხვა ნივთები. ეს ყველაფერი, რა თქმა
უნდა, "სამშობლოსთვის", - თქვა მან.
ფაშინიანმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, დაეკავებინათ
მომიტინგეები, რომლებიც ძალადობრივად შეიჭრნენ სამთავრობო შენობებში
და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ
მირზოიანს.
გააზიარეთ :