ყარაბაღში რუსი და თურქი სამშვიდობოები განლაგდებიან - ილჰამ ალიევი
რუსეთმა მთიან ყარაბაღში
სამშვიდობოების გაგზავნის პროცესი დაიწყო. რუსეთის თავდაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოები ულიანოვსკის
აეროპორტიდან U-76-ის ტიპის თვითმფრინავით გადაჰყავთ.
მთიან ყარაბაღში, საერთო ჯამში, 1 650 რუსი სამშვიდობო
განლაგდება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში
არა მხოლოდ რუსი, არამედ თურქი სამშვიდობოებიც განლაგდებიან.
"ორივე - რუსი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან განლაგებული
ყარაბაღის სამშვიდობო ცენტრში", - აღნიშნა მან სიტყვით
გამოსვლისას.
ცნობისთვის, ამავე მიმართვის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ
აზერბაიჯანი მოხარულია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების
საკითხს წერტილი დაესვა.
ალიევი დარწმუნებულია, რომ ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება
ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს.