ახალი ამბები
გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები - გია ჟორჟოლიანი
პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი მთავრობას და პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს,
„ჩვენს ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ვითარება ყოველდღიურად რადიკალურად უარესდება. დაინფიცირებულთა დღიური პროცენტული რაოდენობით დღეს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია. ეს რიცხვი ორჯერ უფრო მაღალია, პროცენტული განზომილებით, ვიდრე აშშ-ში. ამ ვითარებაში, საარჩევნო პროცესის წარმართვა და არჩევნების მეორე ტურის ჩატარება კიდევ უფრო ზრდის უეჭველ რისკებს. ამას თან ერთვის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განვითარებული მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომლის სწრაფად დასრულებაც წარმოუდგენელია. დაუშვებელია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შევწიროთ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს. იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია.
ერთადერთ გამოსავლად არსებულ მდგომარეობაში ჩანს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამგვარი ღონისძიებით ისრაელში ერთი თვის განმავლობაში რადიკალურად (5-6 ჯერ) შემცირდა დაინფიცირების შემთხვევები. მოგიწოდებთ, გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემდეგ განახლდეს საარჩევნო პროცესი“, -
ნათქვამია პარტია „სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის"  თავმჯდომარის მიმართვაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.