ახალი ამბები
გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით სატვირთო ავტომანქანის მძღოლი დააკავეს
პოლიციამ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან
დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული
მ.ს. დააკავა.
უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს,
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე,
დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო
ავტომანქანა "დაფი" სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
"აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე
გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა
ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო
დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით
მიმდინარეობს",-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში
გააზიარეთ :