საქართველო უკვე მზად არის გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა - გენერალი ბენ ჰოჯესი
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების
ყოფილი სარდლის, გენერალ-ლეიტენანტის ბენ ჰოჯესის განცხადებით,
საქართველო უკვე ახლა უნდა შეუერთდეს ნატო-ს, მაშინ როდესაც, უკრაინა
ამისთვის ჯერ მზად არ არის.
უკრაინული მედიის ინფორმაციით,
ჰოჯესმა ამის შესახებ კიევის ფორუმში მონაწილეობისას განაცხადა,
რომელიც უსაფრთხოება-2020-ს ეძღვნებოდა.
"მჯერა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი სწორედ ახლა.
უკრაინას ამისთვის დასჭირდება გაცილებით მეტი დრო", - აღნიშნა
ჰოჯესმა.
ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ბოლოს და ბოლოს შეუერთდება ალიანსს,
"როგორც ამის შესახებ წლების წინ პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა".
მანვე დასძინა, რომ უკრაინამ ჯერ კიდევ უნდა გაიაროს ცოტაოდენი გზა და
განაგრძოს ძალისხმევა, რათა გააძლიეროს ალიანსში მისი
ინტეგრაცია.