ზუგდიდში ბანკში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში
"საქართველოს ბანკის" ფილიალს თავს დაესხნენ.
როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, რამდენიმე წუთის წინ ბანკში
შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა, თვითმხილველები
აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ბანკში
იარაღის მუქარით შეიჭრა. მათივე თქმით, თავდამსხმელი ნიღბის
გარეშეა:
ამ დრომდე უცნობია მძევლების ზუსტი რაოდენობა. შსს-ს ჯერჯერობით
განცხადება არ გაუკეთებია. ადგილზე სპეცრაზმია
მობილიზებული.