ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ.
ჭობისხევში ახალგაზრდა კაცს covid 19 დაუდასტურდა. როგორც სოფელში
ამბობენ, 25 წლამდე კაცს
ვირუსისთვის დამახასიათებელი
სიმპტომები არ ჰქონია. იგი ქვეყნის დატოვებას გეგმავდა და სავალდებულო
ტესტირების შედეგად გაიგო რომ კოვიდდადებითია. ამჟამად მიმდინარეობს
კონტაქტების კვლევა. ტელეკომპანია „ბორჯომის“ გადამღები ჯგუფი ადგილზე
იმყოფება და დამატებით დეტალებს ეტაპობრივად მოგაწვდით. თვალი ადევნეთ
ტელეკომპანია „ბორჯომის“ ვებ. გვერდს.