სამცხე-ჯავახეთში covid 19-ის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევები
დადასტურდა ახალციხეში,
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან
უმრავლესი, 230 აჭარიდანაა. ჯამში საქართველოში აქტიური შემთხვევების
რაოდენობა 4 672-ია, მათგან 60 კრიტიკულ მდგომარეობაშია, საიდანაც
59-ს მართვითი სუნთქვა სჭირდება.
ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:
თბილისი - 134;
იმერეთი - 68;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8;
მცხეთა-მთიანეთი - 5;
გურია - 5;
ქვემო-ქართლი - 8;
შიდა ქართლი - 6;
სამცხე-ჯავახეთი - 8.