საქართველოში კორონავირუსისგან 34-ე პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე
პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობდა. 70 წლამდე ასაკის
მამაკაცი საავადმყოფოში ქუთაისის კლინიკიდან 26 სექტემბერს
შეიყვანეს.
პაციენტს პნევმონიასთან ერთად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები
აღენიშნებოდა.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძეის
ინფორმაციით:
„პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი
მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად,
მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”.