ბორჯომის ცენტრში მესხეთის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ცენტრალური გზის ორივე მხარეს ინფრასტრუქტურა წესრიგდება. დასასრულს უახლოვდება ავტოსადგურის ტერიტორიის მოასფალტება, ეს არის ადგილი, რომელიც ქალაქის ვიზიტორებს კურორტის ინფრასტრუქტურაზე პირველ შთაბეჭდილებას უქმნის. ავტოსადგურის მოპირდაპირე მხარეს კი საყრდენი კედლის და პარკინგის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ პროექტებზე ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 742 615 ლარი იხარჯება. ამავე პროექტის
ფარგლებში, ჩარხისწყალზე, ბაზრის ტერიტორიაც მოასფალტდება.