ახალი ამბები
2 წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა „ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ“ - მიხეილ სააკაშვილი
ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული
ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი, - განაცხადა საქართველოს მესამე
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო
მიმართვის დროს.
მისი თქმით, 2 წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა "ამოვათრიოთ
ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ".
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და მთელმა რიგმა სხვა ადამიანებმა დააყენეს
საკითხი იმისა, რომ მე გავხდე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი,
საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე ამაზე ბევრს ვფიქრობ და მზად ვარ
ვიტვირთო ეს ფუნქცია არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და
ხელისუფლება მენატრება. ნამდვილად არ მენატრება და მინდა, გითხრათ რომ
ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2
წელიწადი. ეს ორი წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ
ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. ამაში ვარ დარწმუნებული",-
განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებით, 31 ოქტომბერს არ არის ჩვეულებრივი
არჩევნები. მისი თქმით, ეს არის არჩევნები ყოფნა არ ყოფნის.
მან ასევე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში
შეცდომებისთვის.
"მინდა შეცდომებისთვის მოგიხადოთ კიდევ ერთხელ ყველას გულწრფელი
ბოდიში, მაგრამ ბოდიში არ კმარა, მთავარი არა ბოდიში, მთავარია
შეცდომების გამოსწორება. მინდა გვქონდეს და მოგვეცეს შეცდომების
გამოსწორების საშუალება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
გააზიარეთ :