ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დახურულ სივრცეში ღონისძიებების მონიტორინგს შრომის ინსპექცია პოლიციასთან ერთად განახორციელებს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის
ინფორმაციით, დახურულ სივრცეში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების
ჩატარების მონიტორინგს შრომითი ინსპექციის სამსახური შინაგან საქმეთა
სამინისტროსთან ერთად განახორციელებს და საჯარიმო სანქციები
"გაცილებით უფრო მკაცრი იქნება".
"შეზღუდვები არის კვლავ იგივე, რაც იყო დღემდე. იკრძალება 200 კაცამდე
თავშეყრა.
ამისათვის ჩვენ ვართ შემზადებულები. მანამდე ვიღებდით შეტყობინებას და
ამ შეტყობინებაზე ვრეაგირებდით, როგორც სიტყვიერი გაფრთხილებით, ასევე
ჯარიმებით, მაგრამ დღესდღეობით შრომითი ინსპექციის სამსახური შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს უფრო დეტალურ მოკვლევას
და შესაბამისად, საჯარიმო სანქციებიც იქნება გაცილებით უფრო მკაცრი,"
- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
გააზიარეთ :