ახალი ამბები
მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება
დღეიდან 2 სექტემბრიდან მესტიის მუნიციპალიტეტში
საკარანტინო შეზღუდვები იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 აგვისტოს
განაცხადა.
მესტიის მუნიციპალიტეტი კორონავირუსის შემთხვევების მატებისა და რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო 10 აგვისტოს ჩაიკეტა. გადაწყვეტილება
მას შემდეგ იქნა მიღებული , რაც მუნიციპალიტეტში ერთდროულად ვირუსის
17 შემთხვევა გამოვლინდა.
მუნიციპალიტეტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა
თერმოსკრინინგი და მოსახლეობის ტესტირება.
გააზიარეთ :