ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარია
ცეცხლი სოფელ აწყურთან ახლოს,
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული-პარკის ტერიტორიაზე გაჩნდა. შემთხვევის
ადგილზე, ამარათის მთის ფერდობზე, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებია
მობილიზებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,, რომ ადგილზე,
სადაც ხანძარი შეინიშნებოდა, ქრობის სამუშაოები
მიმდინარეობს.