საქართველოში გლოვის დღეა. მთავრობის
გადაწყვეტილებით, 25 აგვისტო გლოვის დღედ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა
ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა. ამ დღეს პატივს მიაგებენ შატილში
ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული 17 ადამიანის ხსოვნას.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე,
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე
კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის
სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა..ავარიას 17 ადამიანი
ემსხვერპლა, 3-ის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს
სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.