ახალი ამბები
სტიქია ლენტეხში 4 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
სტიქია მძვინვარებს ლენტეხის მუნიციპალიტეტში 21 აგვისტოს,
გამთენიისას დაწყებული ძლიერი წვიმის შედეგად, ხუთი სოფელი - დურაში,
ტვიბი, ესიერი, საყდარი და მუწდი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
წაღებულია საავტომობილო და
საფეხმავლო გზები. დაზიანდა სამი ხიდი. ამ სოფლებთან მხოლოდ
სატელეფონო კავშირი არსებობს.
ადიდებულია მდინარე ლასკადურა, რომელიც საფრთხეს უქმნის დაბის
მოსახლეობას. კოკისპირული წვიმა ამ დროსაც გრძელდება.
ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით ამ დროისთვის
მოსახლეობა არ დაზარალებულა, თუმცა წვიმის გაგრძელების შემთხვევაში,
ამის საშიშროება არსებობს.
გააზიარეთ :